შემთხვევა
თელავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ,,ჰონდას,, მარკის მსუბუქი ავტომობილი და ბუნებრივი აირის ავზებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაშავებული კი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


| Print |
FaceBook Twitter Google