შემთხვევა
თელავში მომხდარ ავარიას 23 წლის ბიჭი ემსხვერპლა
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 
ავარიის შედეგად 23 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა, მანქანაში მსხდომი ორმა მგზავრი კი სხეულის მძიმე დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვეას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /