შემთხვევა
წნორი-ლაგოდეხის გზაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა
წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მსუბუქი დაზიანებები მიიღო მძღოლმა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google