გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე გოლფ 3-ის მარკის ხრამში
გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი, 50 წლამდე ასაკის
მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები