შემთხვევა
ავარია სოფელ ჩუმლაყში - დაშავდა სამი ადამიანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში "ჰონდას“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google