შემთხვევა
ავარია ახმეტაში - 19 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ახმეტაში “მიცუბიშის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

სამი მგზავრიდან ორმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მძიმეა მესამე, 19 წლის წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას  ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მოგვიანებით კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ამ დროისთვის მართვით სუნთავაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ახმეტა /