შემთხვევა
ლაგოდეხში 20 000-მდე ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ბუნებრივი აირის ქსელი გასულ წელს დამონტაჟდა, თუმცა 20 00-მდე ოჯახი ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
ისინი დღეს სოფელ პატარა გორში შეიკრიბნენ, სადაც მათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეხვდნენ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული საკითხით არ ინტერესდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ ქსელი კომპანია "სოკარს" უნდა გადაეცეს და პროცესი სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google