შემთხვევა
სოფელ ენისელში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხანძარი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში. დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ მიტოვებულ სახლში გაჩნდა. აალება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის სხვა საცხოვრებელზეც გადავიდა.

ადგილზე ორი მუნიციპალიტეტის  5 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.

როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.




| Print |
FaceBook Twitter Google