შემთხვევა
ავარია ლაგოდეხში- ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
ისინი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google