შემთხვევა
გომბორზე ავარიისას დაშავებული 21 ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი
გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კობაძეებთან მომხდარი ავარიის შედეგად, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 21 დაშავებულია გადაყვანილი.
-"12 ბავშვია, დანარჩენი მშობლები. ბავშვები დაახლოებით 8-9 წლისები არიან. ამ წუთებში მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.  ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობის შესახებ გამოკვლევების შემდეგ გვექნება ზუსტი პასუხი.“- განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, სოფელ კობაძეებთან, ავტობუსი, რომელსაც თბილისის 175-ე სკოლის მოსწავლეები კახეთში ექსკურსიაზე მიჰყავდა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / გომბორი /