შემთხვევა
ახმეტაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ახმეტაში მსუბუქი ავტომანქანა ავტო გადამზიდს შეეჯახა.  ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი ორი მგზავრი დაშავდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც სახის არეში მოტეხილობები აღენიშნება, სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ახმეტა /