შემთხვევა
თელავში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე "გოლფის" მარკის ავტომანქანა ფეხითმოსიარულეს დაეჯახა.თვიმხილველების ინფორმციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი გზის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google