შემთხვევა
გომბორზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გომბორის უღელტეხილზე, გვიან ღამით მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს მუცლის ღრუს დაზიანება აღენისშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა, ორს კი ტვინის შერყევა და გულმკერდის ტრავმა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / გომბორი /