შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში - დაშავდა ორი ადამიანი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი და მანქანაში მყოფი მგზავრი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google