შემთხვევა
ლაგოდეხის მერის მოადგილე ავარიაში მოყვა
თელავში, გომბორისკენ მიმავალ გზაზე  „ნისანისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ექვსივე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ერთ-ერთი დაშავებული ლაგოდეხის მერის მოადგილე ალექსი ჭანკოტაძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /