შემთხვევა
თუშეთში "ბილაინის" საწვავმზიდი გადაბრუნდა
თუშეთში, სოფელ შენაქოსთან "ბილაინის" საწვამზიდი გადაბრუნდა. როგორც speqtri.ge-ს თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
-"შემთხვევა გუშინ მოხდა. ნაწვიმი იყო და ალბათ მძღოლს მანქანა მოუცურდა, მაგრამ ზუსტად ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. მანქანას არაფერი სჭირს, მცირე რაოდენობით საწვავი დაიღვარა."- აღნიშნა კახოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. სოფელ ხისომდე,მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. მოძრაობა დღეს დილით აღდგა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი /