შემთხვევა
სოფელ შაქრიანთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანთან "ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯა. შემთხვევის შედეგად  ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
| Print |
FaceBook Twitter Google