შემთხვევა
თუშეთში ტურისტული სეზონი სავარაუდოდ 20 ოქტომბრისთვის დაიხურება
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპლაიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ტურისტული სეზონი სავარაუდოდ 20 ოქტომბრისთვის დაიხურება.
,,შემოდგომა საკმაოდ თბილი გვაქვს, კარგი ამინდებია. წელს ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სტუმრობს თუშეთს. ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ამერიკიდანაც მოდიან. კომპანიას, რომელიც გზების გაწმენდაზეა პასუხისმგებელი,ხელშეკრულება 20 ოქტომბერს ეწურება. მას შემდეგ თოვლის მოსვლის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები აღარ იქნებიან ვალდებულნი გზა გაწმინდონ."- განაცხადა კახოიძემ.

ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი  გზა ოქტომბრის ბოლოს რამდენიმე თვით დაიკეტება. 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ტურისტი /