შემთხვევა
თელავში მომხდარი ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა
გვიან ღამით თელავი- ნაფარეულის საავტომობილო მონაკვეთზე BMW-ს მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა.
60 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, 55 წლამდე ქალი კი მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

ორივე მათგანი ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /