შემთხვევა
თელავში, სასტუმრო “ინტურისტის” შენობის დემონტაჟისას მამაკაცმა ძლიერი დამწვრობა მიიღო
თელავში, სასტუმრო "ინტურისტის" შენობაში, სადაც დემონტაჟი მიმდინარეობს, 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა დენის დარტყმის შედეგად ძლიერი დამწვრობა მიიღო.
წინასწარი ინფორმციით, მამაკაცი ელექტროენერგიის გამორთვას უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ცდილობდა. დაშავებული ჯერ თელავის რეფერალურ საადმყოფოში მოათავასეს, შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.



| Print |
FaceBook Twitter Google