შემთხვევა
ავარია ქალაქ გურჯაანში - BMW-ს მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ქალაქ გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა შეჯახებამდე ორჯერ შემოტრიალდა.
შეჯახების შედეგად დაზიანებები მიიღო BMW-ს მძღოლმა, 25 წლამდე ასაკის მამაკაცმა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა.

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google