შემთხვევა
გურჯაანში შუახნის ქალს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
სოფელ გურჯაანში,ცენტრალურ მაგისტრალზე, ფეხითმოსიარულე შუახნის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google