შემთხვევა
"სიღნაღქალაქობისთვის" დამონტაჟებულ სცენას 38 წლის მამაკაცი დაეჯახა და გარდაიცვალა
"სიღნაღქალაქობისთვის" დამონტაჟებულ სცენას 38 წლის მამაკაცი დაეჯახა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ის კვადროციკლით გადაადგილდებოდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ქეთევან ბეჟიაშვილის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის გამო, ღონისძიების პროგრამა შეიცვალა და დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google