შემთხვევა
ლაგოდეხში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
ლაგოდეხში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. მოტოცილზე, რომელზეც მამა-შვილი იჯდა, ფორდ ტრანზისტს შეეჯახა.
შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google