შემთხვევა
თელავში მსუბუქი ავტომანქანა ფეხითმოსიარულეს დაეჯახა
თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე , 70 წლამდე მამაკაცს "რენოს" მარკის ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი სხვადასხვა სახის დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /