შემთხვევა
სოფელ წინანდალში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ავარიის შედეგად დაშავებული ორი კაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




| Print |
FaceBook Twitter Google