შემთხვევა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ხუთი წლის ბავშვი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსუბანში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google