შემთხვევა
სოფელ ზემო ალვანში მდებარე მაღაზიის ჯიხურში კაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მდებარე სასურსათო მაღაზიის ჯიხურში დამწვარი კაცის ცხედარი იპოვეს. 71 წლის მამაკაცი დარაჯად მუშაობდა.
ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გამათბობელზე დაეცა და ცეცხლი მოეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადა და პოლიცია.



| Print |
FaceBook Twitter Google