შემთხვევა
სოფელ კაჭრეთთან ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთთან ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულები სასწარაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში გადაიყვანა. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



| Print |
FaceBook Twitter Google