შემთხვევა
სოფელ ბადიაურთან მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავდა ერთი ადამიანი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომანქანის მძღოლი. ის დაზიანებებით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.



| Print |
FaceBook Twitter Google