შემთხვევა
ახმეტაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 34 წლის მაშველი დაიღუპა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტახნის წინ სოფელ ნადუქნარში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით,  ის სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვილისას კი ფეხი დაუცურდა და გადმოვარა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამარტალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


| Print |
FaceBook Twitter Google