შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა შუამთის ტყესთან - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, შუამთის ტყესთან, საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახური და პოლიცია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /