შემთხვევა
სოფელ ზემო ქედში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 23 და 27 წლის მამაკაცები ადგილზევე გარდაიცვალნენ, 26 წლის ახალგაზრდა კი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google