შემთხვევა
სოფელ ართანაში კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ერთ-ერთი ობიექტის  მშენებლობისას კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი მუშა დაშავდა.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.უწყებაში განმარტავენ, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


| Print |
FaceBook Twitter Google