შემთხვევა
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი დაშავდა
ყვარელში, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავ მოპედს ,,ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 21 წლის ახალგაზრდამ, რომელიც მოპედს მართავდა, სხეულის დაზიანება მიიღო.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ გაუარაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა იგეგმება.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google