შემთხვევა
ლაგოდეხში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ლაგოდეხში „ფორდისა“ და „07“-ის მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაიზანებები მიიღო სამმა ადამიანმა.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხმდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google