შემთხვევა
თელავში ავარიის შედეგად 17 და 23 წლის ახალგაზრდები დაშავდნენ
თელავში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის საპირისპირო მხარეს მოძრავ ,"ჯიპს," შეეჯახა.
ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, ისინი სასწარაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებული 17 და 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტოროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძარაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google