შემთხვევა
გურჯაანის საავადმყოფოში 78 წლის პაციენტმა თავი მოიკლა
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის"  მესამე სართულიდან 78 წლის პაციენტი გადმოხტა და  ადგილზევე გარდაიცვალა. მას ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა.
თვითმკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცვლები მუშაობენ.

გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google