შემთხვევა
ბაკურციხეში მამაკაცმა მეზობელს ყური მოაჭამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელს ყური მოაჭამა.
მამაკაცი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ უკვე დააკავა. როგორც speqtri.ge-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


| Print |
FaceBook Twitter Google