შემთხვევა
თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, ქუთაისის ქუჩაზე, რომელსაც ოცდაათ წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

2 მსუბუქი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა შემდეგ კი - ახალგაზრდას, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველებმა speqtri.ge-ს განუცხადეს, გარდაცვლილი თბილისიდანაა და თელავში ქირით ცხოვრობდა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google