შემთხვევა
ჩალაუბანთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანთან მსუბუქი ავტომაქანა ტრაქტორს შეეჯახა. ავარიის შედეგად 75 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს  პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანპსორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google