შემთხვევა
კაჭრეთში ენერგოსისტემის თანამშრომელს დენმა დაარტყა და დაიღუპა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ქვესადგურების ჯგუფის უფროსი 33 წლის შოთა მთავარაშვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მთავარაშვილი ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. 

როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google