შემთხვევა
თუშეთში ავარიის შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა
თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტომობილის მგზავრი, 1984 წელს დაბადებული კ.ღ.-ია. ის სოფელ ზემო ალვანიდან იყო, დაშავებული კი მძღოლია. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცნობისთვის, ავარია გზის აღნიშნულ მონაკვთზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. პიკაპის ტიპის ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 


| Print |
FaceBook Twitter Google