შემთხვევა
ავარია ვეჯინში - მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 2 ავტომანქანა - ნივა და BMW შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ნივის მძღოლი დაშავდა. სხვადასხვა დაზიანებებით ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ვეჯინი /