შემთხვევა
ყარაჯალაში ხანძრის ლიკვიდაციისას მეხანძრე დაიღუპა
ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებს მსხვერპლი მოჰყვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, გელა მელიქიძე, რომელიც სახანძროში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიმაღლიდან გადმოვარდა და თავის ტრავმა მიიღო. დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


შეგახსენებთ, რომ ყარაჯალაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად, სამი სახანძრო მანქანა მუშაობდა.



| Print |
FaceBook Twitter Google