შემთხვევა
გურჯაანში ამწე "გოლფს" დაეჯახა და სახლის ეზოში ჩაიტანა
გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თელავიდან მომავალ ამწეს საბურავი დაეშვა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "გოლფის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც ორივე საცხოვრებელი სახლის ეზოში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  "გოლფის" მძღოლი ამ დროს მანქანაში არ იმყოფებოდა.

ავარიისას დაზიანდა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის ხაზები. მიმდებარე ქუჩებზე ელექტროეენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, თუმცა ინტერნეტი ისევ გათიშულია.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ამწეს მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.



| Print |
FaceBook Twitter Google