შემთხვევა
თუშეთის გზაზე სატვირთო მანქანა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა, 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, თორღვას აბანოსთან „კამაზის“ ტიპის ავტომანქანა 400 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო.

ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიემართება.

speqtri.ge დეტალების გარკვევას ადგილობრივ თვითმმართველობაში შეეცადა, თუმცა მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.





| Print |
FaceBook Twitter Google