შემთხვევა
მაშველებმა ყვარელში მუშა გადაარჩინეს
საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად კედელი ჩამოინგრა და მუშა დაშავდა. შემთხვევა ყვარელში, დოდაშვილის ქუჩაზე მოხდა.


მამაკაცი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მას ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

| Print |
FaceBook Twitter Google