შემთხვევა
ლაფანყურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ტოტა ხნის წინ ავტოავარია მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში. სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა.
ავარიის შედეგად დაშავდა მძღოლი და მანქანაში მყოფი ერთი მგზავრი. სხეულის დაზიანებით ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, ერთ-ერთი მათგანი, 32 წლის მამაკაცი, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი, ამ ეტაპზე სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


იხილეთ ამავე თემაზე:

სოფელ მზისგულთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
მაშველებმა თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ავარია ვეჯინში - მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სამ თვეში კახეთის რეგიონში ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ჩალაუბანთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ავარია თელავში - მძღოლს "გაზისა" და მუხრუჭის პედლები აერია
სოფელ ზემო ქედში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა შუამთის ტყესთან - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ხუთი წლის ბავშვი ემსხვერპლა
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / შსს /