შემთხვევა
ცეცხლმოკიდებულ მანქანას ოცი მეხანძრე-მაშველი აქრობდა
ავტომაგისტრალზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი, რომელთა ძალისხმევითაც მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა.

შემთხვევა ქალაქ გორის სიახლოვეს მოხდა. ადგილზე, 20 მეხანძრე-მაშველი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.




იხილეთ ამავე თემაზე:
გომბორის საგუშაგოსთან საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა 
ბარჯისხევთან ავტომანქანა დაიწვა
წინანდალში სადისტრიბუციო კომპანიის მანქანა დაიწვა
სოფელ კაკაბეთთან ავტომანქანა დაიწვა
ჩალაუბანში ავტომანქანა დაიწვა
კახეთის გზატკეცილზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა [Video]



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხანძარი /